28 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
CNN-მა არავაქცინირებული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა

CNN-მა სამსახურიდან დაითხოვა 3 თანამშრომელი, რომლებიც ოფისში კოვიდვაქცინირების გარეშე მივიდნენ. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკულმა კომპანიამ ვაქცინაციის კამპანიის უგულებელყოფის გამო საკუთარი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა. 

აშშ-ში თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის მოთხოვნა კანონით რეგულირდება. 

შტატების ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ დამსაქმებლებს კანონით ეძლევათ უფლება, მოითხოვონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ყველა იმ თანამშრომლისგან, ვინც სამუშაოდ ოფისში დადის. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა 2 მილიონ ფედერალურ თანამშრომელს უბრძანა, სამსახურში ვაქცინირების მტკიცებულება წარადგინონ და ნიღაბი ატარონ.

დღის ამბები