28 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ჰაერის ტემპერატურამ 7 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +40 გრადუსს გადააჭარბოს 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

​როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოს რეგიონებში:

ბათუმში +32, ფოთში კი 33 გრადუსი სიცხე იქნება.

+35 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება.

+32 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.

39 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.

ლენტეხში +32, ცაგერში +34, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.

33 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

+37 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

34 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +36 გრადუსია ნავარაუდევი.


დღის ამბები