28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მერვე მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა

მერვე მედალი ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულ დელეგაციას თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. გორელი ფალავანი ახლოს იყო ოქროსთან, თუმცა ფინალში მოპოვებული უპირატესობა 13 წამში დაკარგა. საბოლოოდ პეტრიაშვილი 21 წლის ამერიკელთან გეიბლ დან სტივესონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე ეგვიპტელი, ჩინელი და ირანელი სპორტსმენები დაამარცხა.

სტივესონმა კი ყველა მეტოქეს ისე აჯობა, რომ ქულაც არ დაუკარგავს, მათ შორის ტურნირის ერთ–ერთი ფავორიტი თურქი ტაჰა აკგული.

ხვალ 7 აგვისტოს ორი ქართველი სპორტსმენი შეეცდება წარმატების მოპოვებას, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე და კარატისტი გოგიტა არქანია საპრიზო ადგილებზე გასასვლელად იბრძოლებენ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აქტივში 8 მედალია, რაც რაოდენობრივად დამოუკიდებლობის პერიოდში სარეკორდო მაჩვენებელია. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები