28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"გული არ გაიტეხო, გენო! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით" - ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ გენო პეტრიაშვილზე

ოლიმპიური ვერცხლის მფლობელის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის ბოლო წუთების მარცხს, რის გამოც მან ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ გეიბლ სტევსონთან მარცხი განიცადა, რის გამოც, ოქროს მედალის მფლობელი ვერ გახდა.

გენო პეტრიაშვილმა ფინალამდე ირანელი მეტოქე დაამარცხა. ნახევარფინალამდე მან ასევე დაამარცხა ჩინელი და ეგვიპტელი სპორტსმენი.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

დღის ამბები