28 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
2500-ზე მეტი სამხედრო, ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა და მასშტაბური სწავლება ორფოლოს პოლიგონზე - "მტკიცე სული 2021" დასრულებულია

"მტკიცე სული 2021" დასრულებულია. მრავალეროვნული წვრთნები მთელი ქვეყნის მასტაბით ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ის ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სამხედრო სწავლების დროს პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებმა სხვადასხვა ტიპის ოპერაციები დაამუშავეს, მათ შორის ისეთები, რომლებსაც საერთაშორისო მისიების დროს იყენებენ.

მრავალეროვნული სწავლების დახურვას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყო ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ეს იყო წვრთნები, რომლის მიზანიც უსაფრთხოების და უშიშროების ამოცანებია. 

სწავლებაში გამოიყენეს როგორც "დიდგორი მეომარი" და "დიდგორი მედევაკი", ასევე ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, საარტილერიო დანადგარები, ნაღმტყორცნები, იროკეზისა და აშშ-ის შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები.

ძალა რომ პარტნიორობაშია და ქართველი სამხედროები საუკეთესო პარტნიორები არიან, ამაში დარწმუნებულია მთავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწავლება "მტკიცე სული“ ნათელი დასტურია იმ სამაგალითო ურთიერთობების, რომელიც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან აქვს.

"agile spirit 2021" საქართველოში მეათედ ტარდება. ის 26 ივლისს სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. წვრთნა საქართველოს მასშტაბით 5 ლოკაციაზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო იღებდა.

დღის ამბები