28 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ხელფასის მომატება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება - დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ

დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის მომატება და ასევე კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

აქციას პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძეც შეუერთდა. 

"ჩვენ დედაქალაქს ასეთ პირობებში მომუშავე თანამშრომლები არ ეკადრება. ეს არის ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული სამსახური და კეთილი ინებეთ, რომ ჩვენი ქალაქის თანამშრომლები გყავდეთ შესაბამის ფორმაში,“ - ამბობს ანა დოლიძე.

აქციაზე მივიდა დასუფთავების სამსახურის დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია, რომელმაც დასაქმებულებთან მიღწეულ კონკრეტულ შეთანხმებაზე ისაუბრა. 

"მანქანების ნაწილი უკვე გავიდა სამუშაოდ. აქ არავინ შეპირებია კონკრეტულ ციფრებს თუნდაც სახელფასოზე. აქ შეთანხმება შედგა, რომ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. კონკრეტულად უკვე დავეთანხმეთ, რომ სამუშაო გრაფიკი დღეიდან იგივე ექნებათ თუ არ მოსწონთ და ა.შ. ამაზე ჩვენი თანამშრომლების ნაწილი დაგვეთანხმა.

აქ საუბარი არის ისევ რამდენიმე ჯგუფზე, რომლებიც იკვეთება. აქ იკვეთებიან როგორც უკვე დავინახეთ, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლები,“ - ამბობს დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია.

 

 

 

 

დღის ამბები