28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის მართვა ხდება ძალიან კარგად, უსაზღვრო არაფერი არ არის - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების კატასტროფულად მატებას, ჯანდაცვის კლინიკური სექტორი მომზადებული შეხვდა, თუმცა ცერცვაძემ აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანა საწოლების რაოდენობის ზღვარზეა.

"დღეისთვის, ასეთი კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის მართვა ხდება ძალიან კარგად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორი, კლინიკური სექტორი შეხვდა ძალიან მომზადებული ასეთ კრიტიკულ, ნახტომისებურ ზრდას შემთხვევებისას.

რაც შეეხება იმას, მინისტრმა რომ ბრძანა, ადგილების რაოდენობა ზღვარზეაო, დიახ, ზღვარზეა - უსაზღვრო არაფერი არ არის, მაგრამ ეს ზღვარი სხვა ქვეყნებისთვის და ჩვენთვის რომ არ ყოფილიყო ძალიან სერიოზული ზომები გატარებული, ეს ზღვარი იქნებოდა გაცილებით დაბლა. დღეს ზღვარი გადის 6 500 საწოლზე, ეს ძალიან ბევრია საქართველოსთვის,"- აღნიშნა "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები