"თბილსერვის ჯგუფსა" და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, მიუხედავად იმისა რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მზად არიან, ყველა მოთხოვნა ეტაპობრივად, გაწერილ ვადებში დააკმაყოფილონ.
პროტესტის მონაწილეები ამას არ თანხმდებიან და ხელფასების მომატებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხევაში კი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ კომპანიაში შესასვლელ- გამოსასვლელი გზაც.
ამის გამო პარალიზებულია დასუფთავების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც, მათ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ სავალი გზა გაათავისუფლონ.