სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს, წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ჩატარებული წვრთნები მიუთითებს, რომ საქართველომ არნახულად დიდი პროგრესი განიცადა.
"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ და სამხედრო სწავლების წარმატებული დასასრული აღვნიშნო. ახლა გამოწვევების დროა, როდესაც ნამდვილი პარტნიორები, ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა ხაზზე და ამის დემონსტირებას ახდენენ. დიდი მადლობა მათ, ვინც ეს სწავლება დაგეგმა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, NATO-ს წარმომადგენლებს, შეერთებულ შტატებსა და ყველას, ვინც მონაწილეობდა მასში. ეს წვრთნები მსოფლიოს სტაბილურობას ემსახურება და მიანიშნებს იმ პროგრესზეც, რომელიც საქართველომ განიცადა. წვრთნები არნახულად მნიშვნელოვანია, რომ შევაჩეროთ ჩვენი მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ,"-განაცხადა კელი დეგნანმა.