ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ეჯაილ სფირითი" 2021 ოფიციალურად დაიხურა.
სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა აშშ-ის ელჩმა, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.
მრავალეროვნული სწავლება ეჯაილ სფირითი საქართველოში მეათედ ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 2500 ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
"მადლობას ვუხდი ქართველ მეგობრებს და პარტნიორებს სტუმართმოყვარეობისთვის. ჩვენ ერთად 15 ქვეყნის ათასობით სამხედრო შევიკრიბეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას და ურთიერთ თავსებადობას, რომელიც დაკავშირებულია ამ წვრთნებთან. 27 წლიანი მეგობრობის განმავლობაში სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა და ათობით წარმატებული წვრთნები განხორციელდა. მოხიბლული ვართ პარტნიორების წვრთნებით, მზაობით და პროფესიონალიზმით. "მტკიცე სული იყო წარმატებული,"-აღნიშნა "agile spirit 2021"-ის ამერიკული მხარის ხელმძღვანელმა კრის მარშალმა.