28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
მეხანძრე-მაშველებმა აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს.

მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში 30 მეხანძრე-მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ორი კვირის განმავლობაში, წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალური პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.

წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა სწავლების მონაწილეებს მიღებული ცოდნის დასადასტურებლად სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.

დღის ამბები