6 ადამიანი დაიღუპა ალასკას შტატში ჰიდროთვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. გარდაცვლილთა შორის 1 პილოტია.
შეერთებული შტატების სანაპირო დაცვისა და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავი კანადის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი მგზავრებიდან არავინ გადარჩენილა.