ინტერნეტში გავრცელდა კიმ ჩენ ინის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მას კეფაზე დაზიანება, ან - ჭრილობა აქვს. ფოტოებმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამასთან, კორეის ცენტრალური სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში კიმის კეფაზე ლეიკოპლასტირიც ჩანს. კადრები ივლისის ბოლოს არის გადაღებული.
იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მკაცრად არის გასაიდუმლოებული, კიმის დაზიანებების შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.
ჩრდილოკორეელი დიქტატორის ჯანმრთელობაზე კითხვები, ბოლო პერიოდში, არაერთხელ გაჩნდა - მსოფლიო მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია მისი წონაში მკვეთრი კლება. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინი ძალიან ბევრ სიგარეტს ეწევა და დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს, რაც, სამხრეთ კორეელი ჯანდაცვის ექსპერტების ვარაუდით, მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.