28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
მსოფლიოს ქვეყნები ისევ ხანძრებს ებრძვიან - ექსპერტები სტიქიურ მოვლენებს გლობალურ დათბობას უკავშირებენ

საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, ალბანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე ათასობით მეხანძრე და სპეც ტექნიკაა მობილიზებული. სამაშველო სამსახურებს ხანძრის კერებთან გასამკლავებლად მოხალისეებიც ეხმარებიან.

ძლიერი დაკვამლიანების გამო რესპირატორული გართულებებით საავადმყოფოში ათობით ადამიანი მოხვდა.

მსოფლიოში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ექსპერტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ, მსოფლიოს ლიდერებს კი კლიმატთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები