28 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკზე - შესაძლოა, მორიგი რეგულაციები მხოლოდ აუცრელ მოქალაქეებზე გავრცელდეს

აუცრელებისთვის შეზღუდვები, აცრილებისთვის თავისუფლება - რეკომენდაცია პაატა იმნაძეს ეკუთვნის. ეპიდვითარება ქვეყანაში იმდენად დამძიმდა, რომ სპეციალისტები სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავენ. კოვიდინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, გარდაცვლილების რიცხვი კი, მხოლოდ ბოლო 48 საათში 76 ადამიანს შეადგენს.

ყველაზე დიდ პრობლემად ვირუსის გავრცელებისთვის დიდი თავყრილობები და ქორწილები რჩება. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს მიმართავს და კვლავ მოუწოდებს, ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეები ატარონ.

სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჯანდაცვის სამინისტროში ზუსტად ვერ ამბობენ, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება თუ ონლაინ რეჟიმში.

არსებული რთული ეპიდვითარების გამო დიდმა ბრიტანეთმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები 8 აგვისტოდან გაერთიანებულ სამეფოში ვეღარ გაემგზავრებიან. 

დღის ამბები