28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის პირობებს - ევროკომისია რიგით მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის პირობებს, ევროკომისიის მხრიდან უკვე მეოთხედ შეფასდა.

ევროპელი დამკვირვებლების დასკვნით, ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მიღებულია ზომებიც შესაბამისი რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას. თუმცა ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანას სჭირდება შემდეგი ძალისხმევა თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად.

გამოწვევას, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ისევ არსებობს, ოპოზიცია საქართველოს ეკონომიკურ–სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს.

ანგარიშთან შენიშვნები არ აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველო უვიზო რეჟიმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ანგარიშში ახალი რეკომენდაციებიც გაიწერა, რომლის შესრულებასაც ევროპა უკვე მომავალ წელს შეაფასებს. დოკუმენტში მოხვდა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხი. ითქვა, რომ ამ მიმართულებებით რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასევე სასამართლო სისტემას, რომელთანაც შენიშვნა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის ძველი სისტემით დანიშვნას ეხებოდა.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია წევრი ქვეყნების საქართველოსთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. დადებითად შეფასდა შსს საქმიანობა საზღვრის მართვის კუთხით, ასევე საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით.

 

 

დღის ამბები