28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს

იუსტიციის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება გააპროტესტეს.

მათ შემდეგ მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლეს. პოლიციამ ადგილზე, ტროტუარზე წარწერის გაკეთების გამო ერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.

"სირაძის მკვლელობაში, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მსჯავრდებული ერთადერთი ადამიანი უდოს კომისიამ დღეს გამოუშვა, 11 თვეში და მოვედით, რომ სიმბოლური გზავნილი იუსტიციის სამინისტროს შემდეგ, პროკურატურისთვისაც მიგვეწვდინა. ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის უფლება არ მოგვცეს სამართალდამცავებმა და დააკავეს ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი,"- აცხადებს აქციის მონაწილე. 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მოზარდისთვის ჩვენების იძულებაში ედებოდა ბრალი. მას 3 წელი ჰქონდა მისჯილი.

დღის ამბები