28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მისალოც წერილში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ხაზს უსვამს სომეხი ხალხის მისწრაფებას, ჰქონდეს უფრო დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოება, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი იქნება.

"სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე შეუდგნენ საგნობრივ მოლაპარაკებებს. აშშ მოხარულია, რომ წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ 13 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით  კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. აღსანიშანვია, რომ ტყვეების გათავისუფლება საქართველოს ფასილიტაციით მოხდა.  

დღის ამბები