28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროში 10 წლიანი გეგმა წარადგინეს - ლაშა ხუციშვილმა უწყების მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრა

ფინანსთა სამინისტროში 10 წლიანი გეგმა წარადგინეს. პრეზენტაცია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მთავრობის მეთაურის განხილვის თემა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაც იყო. პრემიერმა შემოტანილ ვაქცინებზეც გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მორიგი ლოქდაუნი გაუმართლებელი იქნება.

ფინანსთა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლებამ კრიზისის მიუხედავად მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაზიანების გარეშე შეძლო პამდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზება და ვალის მაჩვენებლის შემცირება. ფინანსთა უწყების ხელმძღვანელის თქმით, კვლავაც  გამოწვევად რჩება ვალში უცხოური ვალუტის წილი, საფინანსო სექტორის დოლარიზაციასთან ერთად

დღის ამბები