28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
შეფასებები პრეზიდენტის განცხადებებზე - სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არც "ოცნება" იღებს და არც "ნაციონალური მოძრაობა"

პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები მმართველი გუნდის მისამართით მისაღებია, მაგრამ დაგვიანებული - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება ოპოზიციამ.

მიუხედავად იმისა, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავად ხელი 19 აპრილის შეთანხმებისთვის არ მოუწერია, მაინც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის კრიტიკა მათ მიმართ დაუმსახურებელი იყო.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ იღებენ არც მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თავის მხრივ, ყველა პირობა შეასრულა და საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით არ აპირებს.

დღის ამბები