28 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
+40 გრადუსზე მეტი მოსალოდნელი ტემპერატურა და ხანძრის გაჩენის რისკები - რა უნდა ვიცოდეთ ბუნებაში გასვლისას და როგორ დავიცვათ ტყეები ცეცხლისგან

ევროპა ხანძრის სტიქიას და ძლიერ სიცხეებს ებრძვის. ხანძრების გაჩენის რისკი მაღალი ტემპერატურისა და მოქალაქეების გულგრილი დამოკიდებულების გამო საქართველოშიც არსებობს.

საგანაგებო სიტუაციების სამსახურმა უკვე გააფრთხილა მოქალაქეები, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ ბუნებაში გასვლისას. ეს არ ეხება პიკნიკის დროს მხოლოდ კოცონის დანთებას.

სპეციალისტების განმარტებით, ხანძრებს სხვადასხვა ტიპის ნარჩენებიც აჩენს, მათ შორის ძლიერი სიცხეების დროს განსაკუთრებით საშიშია შუშის ბოთლები. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძლიერი ხანძრები და არ დაგვემართოს იგივე, რაც თუნდაც ჩვენს მეზობლად თურქეთში ხდება, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გავუფრთხილდეთ ბუნებასა და ერთმანეთს.

დღის ამბები