28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ქართულმა არმიამ ვაშინგტონისგან 30 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინები მიიღო

30 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინები ქართული არმიისთვის - ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოსთვის 82 რაკეტისა და 46 გამშვები დანადგარის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე შეიარაღება საქართველოსთვის, რუსული საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ამერიკული წარმოების შეიარაღებით, ეტაპობრივად ხდება მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ჩანაცვლება. ჯაველინები ქართველმა სამხედროებმა პოლიგონებზე რამდენჯერმე უკვე გამოსცადეს.

ჯაველინის გარდა, ქართულ ჯარს შეიარაღებაში ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკის დახმარებით კიდევ რამდენიმე სახეობის იარაღი გადაეცა.

დღის ამბები