28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
გაუქმებული ჯავშნები ვაქცინაზე, ანტივაქსერული საბოტაჟი თუ ობიექტური მიზეზები - გადაეცემა თუ არა საქმე საგამოძიებო უწყებას

ჯავშნები კოვიდვაქცინებზე ისევ უქმდება, კონკრეტული მიზეზი კი კვლავ უცნობია.

ფაქტად მხოლოდ ის რჩება, რომ ორი დღის განმავლობაში, მოქალაქეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 ათასზე მეტი ჯავშანი გააუქმეს.

ეს შემთხვევა ეჭვს არ გამოიწვევდა, რომ არა, ერთი დამთხვევა - აცრაზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა, ჯერ "ფაიზერი" აირჩიეს, შემდეგ კი, სხვა პრეპარატზე გადაეწერნენ. საბოლოო ჯამში კი, იმუნიზაციის პუნქტებში არ გამოცხადნენ.

მოქალაქეების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, აცრის გარეშე სხვები დარჩნენ. ჯანდაცვის უწყებამ ფაქტზე უკვე დაიწყო მოკვლევა, არ არის გამორიცხული საქმე საგამოძიებო უწყებებს გადაეცეთ.

დღის ამბები