28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
გერმანიაში 84 წლის პენსიონერს სახლში ტანკი უპოვეს - ის 250 000 ევროთი დაჯარიმდა

გერმანულმა სასამართლომ 84 წლის პენსიონერი იარაღის უკანონო შენახვისთვის დამნაშავედ სცნო, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი საკუთარ სახლში ტანკ "პანტერას" ინახავდა, სწორედ ეს ტანკი იყო ყველაზე შთამბეჭდავი მის სამხედრო არსენალს შორის, რომლის უკანონო შენახვისთვის მოხუცი გაასამართლეს. 

სხვადასხვა ტიპის სამხედრო იარაღი რეიდის დროს აღმოაჩინეს. რეიდი კი, შავ ბაზარზე ნაცისტური ისტორიის ნივთების გამოვლენის მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. მოხუცი კოლექციონერის სამხედრო არსენალიც გერმანიის ჩრდილოეთით სწორედ ამ რეიდის ფარგლებში მიაკვლიეს.

რეიდის დროს ასევე მიაკვლიეს ორ ბრინჯაოს ცხენს, რომლებიც ადოლფ ჰიტლერის კანცელარიის წინ იდგა. 

აღმოჩნდა, რომ 84 წლის მამაკაცი უკანონო მფლობელობაში მქონე ტანკს არათუ მალავდა, ერთხელ ზამთარში ის თოვლის საწმენდ მანქანადაც გამოიყენა. 

ქალაქ კილის სასამართლომ პენსიონერს 40 ტონიანი ტანკის შენახვისთვის 14 თვით პატიმრობა და 250 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

დღის ამბები