"ბეკოს" მაღაზია ისევ გაქურდეს. ამჯერად რუსთავის ფილიალი. "კურიერმა" ქურდობის ამსახველი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაული კვლავ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
მანამდე ქურდობა "ბეკოს" გლდანის ფილიალში მოხდა. აღნიშნული ორი ქურდობის შედეგად მაღაზიის ქსელიდან ჯამში 30 000 ლარის ღირებულების ტექნიკაა წაღებული.