ლაშა ტალახაძემ აკვრაში 265 კგ-ს სძლია და ატაცში დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ მორიგი რეკორდი აკვრაშიც დაამყარა. საერთო ჯამში კი 488 ქულა მოაგროვა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია. ლაშა ტალახაძემ თავისივე რეკორდებს სძლია.
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა, ვერცხლს ირანის, ბრინჯაოს კი სირიის წარმომადგენელი დაეუფლა