28 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
დაწესდება თუ არა ისევ ღამის საათებში მოძრაობის გადაადგილების შეზღუდვა - თამარ გაბუნიას განმარტება

კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა ისევ ღამის საათებში მოძრაობის გადაადგილების შეზღუდვა - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

"ჩვენ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება იმისთვის, რომ დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად, ჩვენ ახლა პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში შემთხვევები უნდა დასტაბილურდეს. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ისევ ქვემოთ. მაგრამ თუ არ მოხდა ისევ სტაბილიზაცია კვირის ბოლომდე, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს," - განაცხადა გაბუნიამ.

დღის ამბები