28 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემს პალატაში, წამი და დამთავრდა! ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში... აიცერით რა" - ფეისბუქპოსტი რეანიმაციიდან

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის, სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებული პაციენტების მძიმე მდგომარეობაზე წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, როგორც ის ამბობს, თავად ვაქცინაცია ვერ მოასწრო, რასაც ახლა განიცდის.

"ჯერჯერობით ისევ რეანიმაციაში ვარ, იუმორი არ მყოფნის, მეც კაი მშიშარა ვყოფილვარ.

დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემს პალატაში და მასთან მთელი მედპერსონალი. წამი და დამთავრდა!.  ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში.

მთელი საავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს.

ესეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს

აიცერით რა!" - წერს თამუნა თანდაშვილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის განმავლობაში დღეს კოვიდინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში ქვეყანას 4 827 ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი ჰყავს.  ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში პანდემიის პერიოდში დაღუპულთა თითქმის 100 პროცენტი აუცრელი იყო.

დღის ამბები