საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელს მძლეოსანს, ბენიკ აბრამიანს დოპინგის გამოყენება დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით აბრამიანს ორგანიზმში 3 აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა. 36 წლის აბრამიანი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს.
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია ბენიკ აბრამიანის საკითხს 13 აგვისტოს გამგეობის საგანგებო სხდომაზე განიხილავს.
2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე აბრამიანი აკრძალული ნივთიერების მიღების გამო 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. 9 წლის შემდეგ სპორტსმენმა კვლავ ვერ გაიარა ტესტირება.
ბენიკ აბრამიანს დოპინგი ბირთვის კვრაში შეჯიბრის დაწყებამდე დაუდასტურდა, მის ორგანიზმში 3 აკრძალული პრეპარატი სტეროიდი დეჰიდროქ-ლორ-მეთილ-ტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა. 36 წლის აბრამიანს უფლება აქვს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.
დოპინგ სკანდალს დღეს ფაქტობრივად ყველა საინფორმაციო საშუალება და სააგენტო გამოეხმაურა. ცნობილია რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია დოპინგის წინააღდეგ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა,შესაბამისად საბოლოო ვერდიქტი საერთაშორისო ფედერაციიდანაც უმკაცრესი იქნება.
დისკვალიფიკაციის გარდა მოსალოდნელია ფინანსური სანქციები, საუბარია 150 ათას ევროზე.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი მძლეოსნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით უპასუხა. ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის ელგუჯა ბერიშვილის ინფორმაციით
ტოკიოში გამგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა დოპინგ-კონტროლი წარმატებით გაიარა. საბოლოო ვერდიქტი ოქტომბერში გახდება ცნობილი, სპორტსმენს 8 წლით ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი