28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, რაც გამორიცხავს პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, მედიისათვის ხელის შეშლას - პრეზიდენტი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ქვეყნის ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება.

"ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, "ფეიკნიუსების" გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას.ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა.

მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები