28 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკური უმცირესობების საკითხი - რა პრიორიტეტები განსაზღვრა სახელმწიფო მინისტრმა 10-წლიან სტრატეგიაში

ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება - ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომელიც ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახებმა სახელმწიფო მინისტრისგან მიიღეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება, ნდობის აღდგენისთვის გადადგმულ ნაბიჯებს დაეთმო.

ამოქმედდა მშვიდობის ფონდი, უკვე დაფინანსდა ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური 11 პროექტი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მტკიცებით, სახელმწიფო განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდში დაეხმარა როგორც საოკუპაციო ხაზს იქით, ასევე, მასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას, მათ რიცხვი დაახლოებით 3400-ია.

რუსული ოკუპაციისგან დაზარალებულ მოქალაქეებს კი პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სოფელ ზარდიანთკარში სახლებს აღუდგენენ.

დღის ამბები