28 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
რეზოლუცია "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" - გახდება თუ არა დოკუმენტი პოლიტიკური ბერკეტი ოკუპაციის შესაჩერებლად

ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა - ნომერ პირველ პრიორიტეტად ეს საკითხი საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიღებულ რეზოლუციაში გაწერა, რომლის ინიციატორიც პარლამენტის სპიკერი კახა კუჭავაა.

დეოკუპაციასთან დაკავშირებული დოკუმენტის მიღება ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც სხდომათა დარბაზში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ერთიანი სულისკვეთება იგრძნობოდა, თუმცა გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც მოხდა.  "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტის რეჟიმი არც ამ შემთხევაში დაარღვია და რეზოლუციის მიღების დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.

14-პუნქტიან რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიას, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ აიბღას ანექსირების ფაქტს. ახლა პარლამენტს ის აქვს საზრუნავი, რომ რეზოლუცია მაქსიმალურად გამოიყენოს ოკუპანტი ქვეყნის შესაჩერებლად.

დღის ამბები