28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
IRI-ის კვლევის შედეგებს მმართველი გუნდი არ ენდობა, ოპოზიციის ნაწილში კი უკმაყოფილებას იწვევს - რა ტენდენციები გამოიკვეთა სოციოლოგიურ კვლევაში

პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციის სანდოობის არ სჯერა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს IRI-ის პატივისცემა საჯაროდ დააფიქსირა, თუმცა განმარტა, რომ მათი დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ობიექტურ რეალობას არ ასახავს, რადგან ადგილზე კვლევას ნაციონალური მოძრაობის პარტნიორები ატარებენ.

IRI-ის მიერ საველე სამუშაოების ჩასატარებლად დაქირავებულ IPM-ს უნდობლობას უცხადებს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძემ კომპანიას დღეს "ნაციონალებთან" აფილირებული უწოდა. კობახიძის მტკიცებით, კვლევის შედეგებში გახარიას პარტიის მაღალი მაჩვენებელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მის კავშირს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

IRI-ის კვლევებთან რაიმე კავშირს გამორიცხავენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არჩევნების წინ მიღებული 15%-ით თავადაც უკმაყოფილოა. ბრალდებებს უარყოფენ, კვლევის შედეგებით კი კმაყოფილები არიან გახარიას გუნდში.

სოციოლოგიური კვლევების ბოლო მონაცემებს დამაფიქრებელს უწოდებენ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკური ძალები პერსონალური და პარტიული რეიტინგების შემცირების ტენდენციის გამო, წინასაარჩევნო სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

დღის ამბები