28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
კოვიდინფიცირებულთა წლის რეკორდი დაფიქსირდა - ჯანდაცვის სექტორს პაციენტების მიღების რესურსი ეწურება

2021 წლის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში ქვეყანას 4 827 ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი ჰყავს.

იმ მოქალაქეებისგან კი, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, უფრო მეტიც - ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში პანდემიის პერიოდში დაღუპულთა თითქმის 100 პროცენტი აუცრელი იყო.

მოსახლეობის დასარწმუნებლად ამირან გამყრელიძემ სტატისტიკაც კი მოიყვანა, რომლის თანახმადაც, სრულად აცრილი მოქალაქე 15-ჯერ უფრო დაცულია ფატალური შედეგისგან, ვიდრე აუცრელი.

მიმდინარე კვირის ეპიდვითარების მონაცემებს ელოდება ჯანდაცვის სამინისტროც. ინფიცირებულთა პიკური მაჩვენებელი კლინიკებზე ავტომატურად აისახა. დღეს კოვიდ-ცენტრებში 6045 პაციენტი გადის მკურნალობას. სისტემის მაქსიმუმი 8 ათასი საწოლია. თუ ჯანდაცვის სექტორს პაციენტების მიღების რესურსი ამოიწურება, სამინისტროც დამატებითი მობილობის შეზღუდვას მოითხოვს

ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობას შეზღუდვების დაწესების ინიციატივით მიმართონ, მანამდე კი ჯანდაცვის სექტორი გამოდის ინიციატივით, რომ ყველანაირი ტიპის შეკრებაზე მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხევაში დაუშვან, თუ ისინი სრულად ვაქცინირებულები იქნებიან.

დღის ამბები