28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ცესკოს ახალი თავმჯდომარე დღეს უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა - წინასაარჩევნო კამპანიის ათვლა კი უკვე დაიწყო

ცესკოს ახალი თავმჯდომარე დღეს უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, საარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად დაიწყო. ერთადერთი პარტია, რომელმაც თბილისში და რეგიონებში ამომრჩეველს უკვე წარუდგინა კანდიდატები "ქართული ოცნებაა."

მთავარ ოპოზიციურ ძალას მხოლოდ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატები ჰყავს, მაჟორიტარებს კი დანარჩენ ოპოზიციას უთმობს. თანახმაა თუ არა ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მოწყალებაზე, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

პოლიტიკური ოპონენტები მშვიდ საარჩევნო კამპანიას არ პროგნოზირებენ. ერთადერთი ვინც დარწმუნებულია და პირობას იძლევა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია.

დღის ამბები