28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
11 მილიონიან უხანში კოვიდის 7 შემთხვევა დაფიქსირდა - ყველა მოქალაქეს ტესტირებას ჩაუტარებენ 

უხანში კორონავირუსის ტესტს ყველა მოქალაქეს ჩაუტარებენ - BBC-ს ინფორმაციით, ამისი მიზეზი კოვიდის რამდენიმე შემთხვევაა, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. 

11 მილიონიან ქალაქში კოვიდდადებითი 7 ადამიანი აღმოჩნდა, ბოლო წლის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში ვირუსის გავრცელება აღარ დაფიქსირებულა.  

ჩინეთში, ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - ექიმებმა ბოლო 10 დღეში 300 შემთხვევა დააფიქსირეს. რამდენიმე პროვინციაში მთავრობამ მასობრივი ტესტირება ჩაატარა და ლოკდაუნი დააწესა.

ჩინეთმა წარმატებულად შეძლო საზღვრებს შიგნით ეპიდსიტუაციის გაკონტროლება, თუმცა ამჯერად ვირუსი პირველად აეროპორტის თანამშრომლებს დაუდასტურდა და მოსახლეობას აღელვების საბაბი მიეცა. 

დღის ამბები