28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" არის დაპირისპირება და რღვევა" - გივი მიქანაძე აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებას აფასებს

მმართველ გუნდში აზერ სულეიმანოვის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აფასებენ.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ პარტიის დატოვება გუნდში არაჯანსაღ გარემოსა და პრობლემებზე მიუთითებს.

"შიგნითაც არის დაპირისპირება, რღვევა, ამიტომ ერთ-ერთი სტაჟიანი წვერის მხრიდან პროცესებისგან განრიდება კიდევ ერთი დასტურია იმისა, როგორი არასტაბილური, არაჯანსაღი გარემოა პარტიაში. როდესაც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შიგნით არის ძალიან ბევრი პრობლემა. შიგნით ვერ დალაგებულან და პრეტენზიები აქვთ, რომ ქვეყანას დაალაგებენ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ აზერ სულეიმანოვმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

დღის ამბები