28 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ჩვენ მოგვაკლეს პროცენტები და თანაბრად გადაუნაწილეს "ნაცმოძრაობას" და გახარიას პარტიას - ირაკლი კობახიძე IRI-ს კვლევაზე

"ქართული ოცნება" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, IRI-მ "ქართული ოცნების" კუთვნილი პროცენტები "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი გახარიას პარტიას თანაბრად გადაუნაწილა. 

"კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს. როგორც წესი, ჩვენ პროცენტს გვაკლებდნენ და ეწერებოდა ეს პროცენტები “ნაციონალურ მოძრაობას."

ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საინტერესოა, რომ ჩვენ მოგვაკლეს ეს პროცენტები, მაგრამ გადაუნაწილეს არა "ნაცმოძრაობას", არამედ თანაბრად გადაუნაწილეს "ნაცმოძრაობასა" და გახარიას პარტიას. აქედან მარტივი რამ იკითხება - დასტურდება ჩვენს მიერ არაერთგზის ნათქვამი, რომ გახარია, რეალურად, არის ნაცმოძრაობის პროექტი,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სულ გამოკითხულია 1500 მოქალაქე.

დღის ამბები