28 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ - პრემიერი სავარაუდო მიყურადების შესახებ

პრემიერ-მინისტრი მედიაში სუსის მიერ სავარაუდო მიყურადების დოკუმენტების გავრცელებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს. 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს მორიგ შეთქმულება და ბინძურ პროვოკაციაა სახელმწიფო უწყების მიმართ. 

"სუსი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, ზედმეტი და სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება გავაკეთო," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები