28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენ არასოდეს ვენდობოდით "ნაციონალური მოძრაობის" კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს - პრემიერი IRI-ს კვლევებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევას სანდოობას არ უცხადებს, ვინაიდან მისივე თქმით, ეს კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" შეკვეთილია.  

"ჩვენ არასოდეს ვენდობოდით, "ნაციონალური მოძრაობის" კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ჩატარებული კვლევები, ძალიან დიდ კითხვებს იწვევს. ორგანიზაციები, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არიან უშუალოდ მართულები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ის მიერ შესრულებული კვლევები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები