28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია იწყება - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი "ქართული ოცნების" დამარცხებაა

წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან იწყება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ოპოზიცია საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანდება თუ ინდივიდუალურ კანდიდატებს წარადგენს.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მათი მთავარი მიზანი "ქართული ოცნების" დამარცხებაა.

"ქართული ოცნება" ისე იქცევა, რომ არჩევნებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა "გირჩის" მაჟორიტარმაც კი მოიგოს. მოცემულ შემთხვევაში, ხელისუფლება დაპირისპირებას ძალით აღვივებს,"- აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობისთვის ოპოზიციის ნაწილის სახელით - ნიკა მელია იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი, ელენე ხოშტარია.

დღის ამბები