ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში მსხვერპლით დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა - ავტობუსი, რომელშიც 22 რუსი ტურისტი, მათ შორის - 9 ბავშვი იმყოფებოდა, ანტალიის აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი საწინააღმდეგო მიმართულებით გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევას სამი ტურისტი ემსხვერპლა. არიან მძიმედ დაშავებულები - ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.