28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!" - პატრიოტთა ალიანსის ლიდერები პუტინს დაძაბულობის განმუხტვის თხოვნით მიმართავენ

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი, დავით თარხან მოურავი და სხვა პირები რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ. 

წერილი ირმა ინაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. წერილი იწყება მიმართვით "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!" :

"უპასუხისმგებლო "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო,"-წერს ინაშვილი.  

წერილის ავტორები პუტინს სთხოვენ, განმუხტოს დაძაბულობა. 

"საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!,"-ნათქვამია წერილში.  

No description available.

No description available.

No description available.

No description available.

No description available.

 

დღის ამბები