28 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
100 მილიონი ლარი რთველის სუბსიდირებისთვის - რა იქნება კილოგრამი რქაწითელის მინიმალური ფასი და ვის შეეხება სუბსიდირების პროგრამა

კახეთი წელს, ყურძნის რეკორდული მოსავლის მოლოდინშია, ადგილობრივები დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძენს ელოდებიან.

პოსტპანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემები არ შეექმნათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი წელსაც დასუბსიდირდება.

პრემიერ-მინისტრმა, შესაბამის განკარგულება მთავრობის სხდომაზე გასცა და განაცხადა, რომ კილოგრამი რქაწითელი არანაკლებ 90 თეთრი ეღირება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის დასაფინანსებლად, 100 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია.

დღის ამბები