28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
IRI-ს კვლევა თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე - რას ფიქრობს საზოგადოება პოლიტიკასა და პანდემიაზე

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი განწყობის კვლევა წარმოადგინა.

კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოახლოებული არჩევნების გამო, სწორედ პოლიტიკურ ნაწილს დაეთმო, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს.

IRI-მ კვლევები პანდემიისა და ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებულ განწყობებზეც ჩაატარა.

შემთხვითი შერჩევის პრინციპით, სულ გამოკითხულია 1500 მოქალაქე, მათი უმრავლესობა კვლავ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, მიმდინარე წლის 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა.

მასში მონაწილე 1 500 პირი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხეს. ავტორების შეფასებით, მაჩვენებლების მაქსიმალური ცდომილება +-2.5%-ია.

დღის ამბები