28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე საქართველოში 29% სრულად მხარს უჭერს - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე საქართველოში - 29% სრულად მხარს უჭერს. მეტნაკლებად მხარს უჭერს - 22%, მეტნაკლებად ეწინააღმდეგება- 12%, სრულად ეწინააღმდეგება-27%.

არ იცის /პასუხი არ აქვს-10%

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დღის ამბები