28 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI - კვლევას აქვეყნებს. შეკითხვაზე, გაიკეთებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები ვაქცინას - 18% ამბობს, რომ დაუყოვნებლივ გაიკეთებს, 19% კი გარკვეული დროის შემდეგ.

7% კი ვაქცინას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუ ამას კანონი დაავალდებულებს. 

რაც შეეხება მოქალაქეების აზრს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი მთავრობის მუშაობით COVID-19-თან ბრძოლაში,  13% ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია, 47% კი ნაწილობრივ კმაყოფილი.

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დღის ამბები