სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა. არმენ სარქისიანმა განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში 3 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ, "სამოქალაქო შეთანხმებამ" წარადგინა, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.