საპროტესტო გამოსვლები გერმანიაში - ბერლინში აქციების გამართვაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 5 ათასამდე დემონსტრანტმა კოვიდ რეგულაციები გააპროტესტა.
გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. პოლიციელებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 600-მდე დემონსტრანტი.