28 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
სოფელ ჯიხაშკარში სასმელი წყლის უქონლობას და უგზოობას უჩივიან - წლებია მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს
უკვე წლებია ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი უბნის მაცხოვრებლები უწყლობასა და უგზოობას უჩივიან.
 
100-მდე ოჯახს ყოველი წვიმის შემდეგ გადაადგილება არამხოლოდ ავტომობილით, არამედ ფეხითაც უჭირს. სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის წყლის მომარაგება კი კილომეტრების გავლით უწევთ.
 
ზუგდიდის მერიაში პრობლემას იცნობენ და ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
დღის ამბები